ავტორი:

მედიის ცნობით, გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

მედიის ცნობით, გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს

გერმანია 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს, რომლებიც, სავარაუდოდ, გერმანელი ინფორმატორების გადაბირებას ახორციელებდნენ. ინფორმაციას მედია საშუალებები გამოცემა Focus-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.

"საგარეო საქმეთა მინისტრი ბერლინში აკრედიტებული 30-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს“, - წერს გამოცემა.

Focus-ის წყაროს ცნობით, ეს დიპლომატები დაკავებულები იყვნენ გერმანიაში პოლიტიკის, ეკონომიკისა და მეცნიერების სფეროში და შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციის წყაროების მოძიებით.