ავტორი:

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან "ევროპული საქართველოს" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.

მათი განცხადებით, აქცია საერთაშორისო პროტესტის მხარდასაჭერად ტარდება, რათა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, თუნდაც ნეიტრალური დროშის ქვეშ არ დაუშვან.

აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ოლიმპიადის სიმბოლო, რომელიც წითლად არის შეღებილი, ასევე, ძველი უნიტაზი, სარეცხის მანქანა და მაცივარი.

შეკრებილები ადგილზე ხელმოწერებსაც აგროვებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, აგრესორი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ.

"უკრაინელი მეგობრები ჩვენთან ერთად აწყობენ აქცია-პერფორმანს, რომ რუსეთი და ბელარუსი, ეს ორი აგრესორი არ იყოს დაშვებული ოლიმპიურ თამაშებზე. ამისთვის შევაგროვებთ ხელმოწერებსაც. ჩვენ მოტანილი გვაქვს ოლიმპიადის ლოგო, რომელიც არის წითლად შეღებილი, რადგან ეს არის ერთგვარი სისხლის სიმბოლო, რადგან იქ თუ რუსეთი და ბელარუსი, ეს ორი ტერორისტი მიიღებს მონაწილეობას ეს ლოგო სწორედ ასეთი იქნება. არ უნდა დავუშვათ, რომ ტერორისტებმა მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიურ თამაშებში", - განაცხადა აქციის მონაწილემ.