ავტორი:

სულ მცირე 29 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა ტუნისთან ნავების ჩაძირვის შედეგად

სულ მცირე 29 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა ტუნისთან ნავების ჩაძირვის შედეგად

ტუნისთან სულ მცირე ორი ნავის ჩაძირვის შედეგად, მინიმუმ 29 მიგრანტი დაიღუპა.

როგორც დასავლური მედია წერს, მიგრანტები ცდილობდნენ, ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთას იტალიაში ჩასასვლელად.

როგორც მედია აღნიშნავს, ტუნისი გახდა კერა მიგრანტებისთვის, რომელთაც სურთ ევროპაში შესვლა.

გაეროს მონაცემებით, სულ მცირე, 12 000 მიგრანტი, რომლებიც იტალიის სანაპიროებზე გადავიდნენ, ტუნისიდან შევიდნენ.

ტუნისის სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ ისინი მიგრანტების შესაჩერებლად ზომებს იღებენ.