ავტორი:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტულაში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს - დაშავებულია 3 ადამიანი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტულაში უკრაინული დრონი ჩამოაგდეს - დაშავებულია 3 ადამიანი

კიევის რეჟიმმა სტრიჟის ტიპის (ტუ-141) უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის ტულის რეგიონში თავდასხმის განხორციელება სცადა, მაგრამ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მისი მწყობრიდან გამოყვანა მოახერხა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

სამინისტროს ცნობით, ტულაში განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის „ეს-300“, „პანცირ-ეს1“ და „პოლე-21“ სისტემები ამ მიმართულების უსაფრთხო დაცვას უზრუნველყოფს.

"ამგვარად, „პოლე-21“ სისტემამ დრონის სანავიგაციო სისტემა გათიშა და ის ტულის რეგიონის კირეევსკის დასახლებულ პუნქტთან ჩამოვარდა“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

მათივე ცნობით, სამი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა სამი საცხოვრებელი სახლი და ოთხი საყოფაცხოვრებო ნაგებობა.