მანქანის ყიდვის პროცესი რამდენიმე ფაზისგან შედგება. ეს პროცესი გულისხმობს საკუთარ საჭიროებებზე დაკვირვებას, ამ საჭიროებებზე მორგებული ავტომბილის შერჩევას, ბიუჯეტის განსაზღვრას, მერე საჭიროებებზე და ბიუჯეტზე მორგებული მანქანების არჩევას და საბოლოოდ ბოუჯეტის მოძიებას იმისთვის, რომ მძღოლმა სასურველი მანქანა შეიძინოს.
მანქანისთვის ფულის მოძებნის რა შესაძლებლობები არსებობს?
მანქანის შესაძენად ფულის მოძიება რამდენიმე ძირითადი გზით შეიძლება, თუმცა თითოეულს თავისი უარყოფითი მხარეც გააჩნია. მანქანის შესაძენად საუკეთესო გზაა ერთიანი ფულის არსებობა, თუმცა ეს ფუფუნება ყველას არ აქვს. ერთიანი ფულის მისაღებად შესაძლებელია ერთი ქონების გაყდვა და მეორეს, ანუ ავტომობილის შეძენა, თუმცა მანქანის სანაცვლოდ სხვა ქონების გაწირვა ბევრისთვის შეიძლება სულაც არ იყოს კარგი გამოსავალი. ფულის შეგროვებაც შეიძლება, თუმცა ეს დროითი რესურსის დიდ დანახარჯს გულისხმობს. მაინც და მაინც ოპტიმალური ვარიანტი არაა მანქანის შესაძენად თვეების და წლების მოცდა ფულის შეგროვების იმედად.
ყველაზე გამართლებული და მიღებული პრაქტიკაა ფინანსური ორგანიზაციებისგან ფულის სესხება გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ. ამ მხრივ, ორი არჩევანია ქართულ ბაზარზე. ერთი არის ავტო სესხი, მეორე კი ავტო ლიზინგი. მიუხედავად იმისა, რომ ავტოსესხი და ლიზინგი თითქმის იდენტური პროდუქტებია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ორივე საერთო მიზანს ემსახურება, განსხვავებების მოძიება მაინც შეგვიძლია.
ლიზინგსა და სესხს შორის არჩევანის გასაკეთებლად არაერთი დეტალი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი, კერძოდ, გადახდის პირობები, ვადები, საპროცენტო განაკვეთი და სხვა. ქართული ბაზრის მაგალითზე, ავტო ლიზინგის გამოყენება შეიძლება სესხს ჯობდეს გარკვეული დეტალების გათვალისწინებით.
რა უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს ავტო ლიზინგს?
ცხადია, მომხმარებლის პრეფერენციები ინდივიდუალურია და ყოველი მომხმარებლის ჭრილში განსხვავებული, თუმცა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კონკრეტული მიზეზები თუ რატომ შეიძლება ავტო ლიზინგი ჯობდეს ავტო სესხს. ქართულ ბაზარზე არსებულ ავტო სესხებს და კონკრეტულ სალიზინგო კომპანიას, მაგალითად, მოგოს თუ დავეყრდნობთ, შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი დებულებები:
როგორ ვისარგებლო ავტო ლიზინგით?
ავტო ლიზინგის კიდევ ერთი უპირატესობა ამ სერვისით სარგებლობის სიმარტივესა და სისწრაფეშიც გამოიხატება. ეს პროცესები განსაკუთრებით მომხმარებელზე მორგებულია მოგოში.
ავტო ლიზინგით სარგებლობა სულ 4 ნაბიჯად იყოფა:
დამატებით წაიკითხეთ საინტერესო სტატიები მოგოს გვერდზე: როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა? | შეაფასე შენი საკრედიტო ვალდებულებები | დამატებითი შემოსავლის წყარო
NS