ავტორი:

"აგრესორმა სახელმწიფომ სლავიანსკი დაბომბა - მტერმა უნდა იცოდეს, უკრაინა არ აპატიებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"აგრესორმა სახელმწიფომ სლავიანსკი დაბომბა - მტერმა უნდა იცოდეს, უკრაინა არ აპატიებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმით დაიწყო. აგრესორმა სახელმწიფომ ჩვენი სლავიანსკი დაბომბა. სამწუხაროდ, არის ერთი გარდაცვლილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, ყველა ტერორისტი დამარცხდება და ყველა აგრესორი პასუხს აგებს.

"მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არ აპატიებს ჩვენი ხალხის წამებას, არ აპატიებს ამ სიკვდილსა და დაჭრას. ყველა რუსი ტერორისტი დამარცხდება. ყველა, ვინც ამ აგრესიაში მონაწილეობს, პასუხს აგებს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, ადგილზე ყველა საჭირო სამსახური მუშაობს და ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა მიმდინარეობს.