ავტორი:

ქართველი ახალგაზრდა ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვა

ქართველი ახალგაზრდა ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვა

სამთავრობოთაშორისი კოალიცია დემოკრატიათა თანამეგობრობაში (CoD) საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თინათინ ობოლაძე აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვა.

სამიტი 29-31 მარტს, კოსტა-რიკის დედაქალაქ სან-ხოსეში იმართება, სადაც მიწვეული არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები, ისე სამოქალაქო საზოგადოების წევრები და ახალგაზრდა ლიდერები.

სამიტის ფარგლებში, 30 მარტს სახელწოდებით - „როგორ უნდა გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა დემოკრატიულ პროცესებში“ ღონისძიება გაიმართება, რომლის მონაწილეებსაც თინათინ ობოლაძე სიტყვით მიმართავს და ეროვნული მთავრობებისადმი წარდგენილ იმ რეკომენდაციებზე ისაუბრებს, რომლებიც ახალგაზრდა ლიდერების მიერ დემოკრატიათა თანამეგობრობის კამპანიის #CoDYouthLeads ფარგლებშია შემუშავებული.