ავტორი:

ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლის რამდენიმე მოსწავლე, პედაგოგი და მანდატური ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს - არსებული ინფორმაციით,  ერთ-ერთმა მოსწავლემ კლასში "სპრეი“ გაუშვა

ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლის რამდენიმე მოსწავლე, პედაგოგი და მანდატური ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს - არსებული ინფორმაციით,  ერთ-ერთმა მოსწავლემ კლასში "სპრეი“ გაუშვა

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის რამდენიმე მოსწავლე, პედაგოგი და მანდატური ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ბათუმის რესურსცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მათ ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ. არსებული ინფორმაციით, კლასში ერთ-ერთმა მოსწავლემ "სპრეი“ გაუშვა.

"შემთხვევა მე-11 კლასში მოხდა, საკლასო ოთახში ერთ-ერთმა ბავშვმა "სპრეი“ გაუშვა, რის გამოც რამდენიმე მოსწავლე, მასწავლებელი და მანდატური კლინიკაში პრევენციის მიზნით გადაიყვანეს“, - განაცხადა ბათუმის რესურსცენტრის დირექტორმა გოჩა დავითაძემ.

მისივე თქმით, მოსწავლეების ყოველდღიური შემოწმება არ ხდება, ჩხრეკა იმ შემთხვევაში ტარდება, თუ რაიმე ეჭვი არის.