ავტორი:

ავარია დედოფლისწყაროში - დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა

ავარია დედოფლისწყაროში - დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა

დედოფლისწყაროში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რკინის კონსტრუქციას შეეჯახა.

შედეგად, 33 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ორი მგზავრი კი საავადმყოფოში მოათავსეს. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.