ავტორი:

"დასავლეთის რეაქცია ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების გეგმას ვერ შეცვლის" - პესკოვი

"დასავლეთის რეაქცია ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების გეგმას ვერ შეცვლის" - პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის რეაქცია ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით რუსეთის გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს.

"ასეთი რეაქცია, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის რუსეთის გეგმებს. პრეზიდენტმა ყველაფერი ახსნა თავის განცხადებებში, დასამატებელი არაფერია", - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ.