ავტორი:

"ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" - ზახაროვა

"ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად" - ზახაროვა

მოსკოვი იტოვებს უფლებას, გადადგას საჭირო დამატებითი ნაბიჯები ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დასავლეთის ტოტალური ჰიბრიდული ომის ფონზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

"გულუბრყვილო იქნება იმის მოლოდინი, რომ ჩვენ არ მივიღებთ რაიმე სამხედრო და ტექნიკურ კონტრზომებს მას შემდეგ, რაც დასავლეთმა დაიწყო ტოტალური ჰიბრიდული ომი რუსეთის წინააღმდეგ და აშშ-მა და ნატო-მ გამოაცხადეს გეგმები ჩვენთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების შესახებ. ვიტოვებთ უფლებას, გადავდგათ საჭირო დამატებითი ნაბიჯები რუსეთისა და მისი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ზახაროვამ.