11 დღეა, ახლობლები და მეგობრები 27 წლის ილია ფუტკარაძეს უშედეგოდ ეძებენ და ისინი საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. საქმეში უკვე ჩაერთვნენ სამართალდამცავები, მაგრამ ჯერჯერობით ახალგაზრდის ადგილსამყოფელს ვერავინ მიაგნო.
"ილია 17 მარტს გაუჩინარდა. ისე წავიდა სახლიდან, რომ არავინ გაუფრთხილებია და ამის შემდეგ მასთან კონტაქტი შეწყდა. შევიტყვეთ, რომ ილია ნახეს გაუჩინარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტყიბულიდან შაორის წყალსაცავისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი ვარაუდით, ის დილის რიჟრაჟის გადასაღებად, წყალსაცავისკენ წავიდა. უკან დაბრუნებას მალევე აპირებდა. ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ თან ნივთები არ წაუღია. სახლში დატოვა თავისი პასპორტი და ტელეფონის სატენი. 17 მარტის შემდეგ მასთან ყველანაირი კომუნიკაცია გაწყვეტილია და რა მოხდა, ჩვენთვის უცნობია.... არანაირი დამაიმედებელი ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ იმედს არ ვკარგავთ.
პოლიციას მივაწოდეთ ინფორმაცია, რასაც კი ვფლობდით. ისინი აქტიურად არიან ჩართულები გამოძიებაში. როგორც გვითხრეს, სამაშველო სამსახური დღეს ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში. ყველას ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ რაიმე სახის ინფორმაცია ილიას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, მომწერეთ "ტელეგრამში", "ვოთსაპში", "ვაიბერში", ან დამირეკეთ ნომერზე 599407860 ან მიაწოდეთ ინფორმაცია პოლიციას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გავავრცელოთ ეს ინფორმაცია. გავიდა ერთ კვირაზე მეტი და აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა რესურსი“, - წერს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი ნათელა სულაქველიძე.
ნათელა და მისი ოჯახი ილიას წლებია, იცნობენ. ილია ფუტკარაძე რუსეთში, ქალაქ სამარაშია დაბადებული და გაზრდილი, მას მამა ქართველი ჰყავდა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. თავად ილია კი შარშან, ზაფხულში ჩამოვიდა საქართველოში, მას შემდეგ აქ ცხოვრობს.
მამუკა სულაქველიძე:
- ილია ჩემი შვილის მეგობარია, ჩემს ქალიშვილთან მეგობრობს და ძალიან ვღელავთ. უკვე რამდენიმე დღეა, ვეძებთ ყველგან, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვეთ. დაიბადა ქალაქ სამარაში. ჩვენი ოჯახი იქიდან იცნობს. ილია სამარაში, სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობდა ანალიტიკოსად, ძალიან კარგი ადამიანია. ნათელასთან დამეგობრდა და მითხრა, რომ მამამისი ტყიბულიდან იყო, მამა გარდაცვლილია. სულ ვეუბნებოდი, ჩადი მამის მშობლიურ სახლში, იქ იქნებიან შენი ნათესავები, მათ გაიცნობ და მერე შენზეა დამოკიდებული მათთან ურთიერთობა-მეთქი. ძალიან უნდოდა აქ ჩამოსვლა. ეს როგორ უნდა ვთქვა, არ ვიცი, მაგრამ საუბარში ერთხელ ასეთი რამეც თქვა, მე თუ რამე მომივიდა, მინდა, საქართველოში გადამასვენონ და იქ მამის გვერდით დამკრძალონო. დედისერთა ბიჭია, შარშან ზაფხულში ჩამოვიდა საქართველოში, ტყიბულში ჰყავს ნათესავები და ისინი მოინახულა. მას მერე აქ არის. რუსეთის მოქალაქეა. ტყიბულში დაუმეგობრდა ერთ ახალგაზრდა ბიჭს და მან შესთავაზა, თუ გინდა ჩემს სახლში იცხოვრეო. სულ ერთად იყვნენ, ერთად დადიოდნენ და რაჭის ბუნებას ათვალიერებდნენ. პერიოდულად თბილისშიც ჩამოდიოდა, მოგზაურობდა და ეცნობოდა საქართველოს.
17 მარტს, გამთენიას არის ამ ბიჭის სახლიდან წასული ისე, რომ მეგობარი არ გაუფრთხილებია. მეგობარს ეძინა ამ დროს. ვვარაუდობთ, რომ გარიჟრაჟის გადასაღებად წავიდა, რადგან ძალიან გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. ამ საოცარ ფოტოებს მერე სოციალური ქსელში ტვირთავდა, აზიარებდა, უგზავნიდა მეგობრებს და ძალიან მოსწონდა ეს საქმე. 17 მარტს, ღამის ორ საათამდე იყო ჩართული მისი ტელეფონი, მერე კავშირი გაწყდა, ვერ ვუკავშირდებით. წინა საღამოს, სანამ სახლიდან წავიდოდა, ბიძამ და ბიძაშვილმა ილია მეგობრის სახლში მოინახულეს...წაიკითხეთ სრულად