ავტორი:

ჩეჩნეთში კადიროვის არასრულწლოვან შვილებს, "ტერორიზმთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის", ჯილდო გადასცეს

ჩეჩნეთში კადიროვის არასრულწლოვან შვილებს, "ტერორიზმთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის", ჯილდო გადასცეს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილებმა 17 წლის ახმატმა და 15 წლის ადამ კადიროვებმა "ტერორიზმის წინააღმდგე ბრძოლაში შესრულებული გამორჩეული როლისთვის" ჯილდო მიიღეს. მათ სპეციალური სამკერდე ნიშნები გადაეცათ.

ამის შესახებ ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთoბების მინისტრმა ახმედ დუდაევმა განაცხადა. მედიისთვის უცნობია კონკრეტულად რა დამსახურებისთვის გადასცეს სამკერდე ნიშნები კადიროვის არასრულწლვან შვილებს.

დუდაევმა მხოლოდ ის თქვა, რომ ისინი სამშობლოს პატრიოტები არიან და "ბაბუის მემკვიდრეობას აგრძელებენ.“

აღსანიშნავია, რომ თავად რამზან კადიროვი იყო პირველი ადამიანი ჩეჩნეთში, რომელსაც 2015 წელს მიენიჭა ჯილდო "ტერორიზმთან ბრძოლაში გამორჩეული წვლილის შეტანისთვის".