ავტორი:

"65 ქალიც რომ ადანაშაულებდეს, არ აქვს მნიშვნელობა... დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას" - ვიქტორ ჯაფარიძე შალვა რამიშვილზე

"65 ქალიც რომ ადანაშაულებდეს, არ აქვს მნიშვნელობა... დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას" - ვიქტორ ჯაფარიძე შალვა რამიშვილზე

POS TV-ის წილების 52% წილის მფლობელის ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, 65 ქალიც რომ ადანაშაულებდეს შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება ცნობილი, არ აპირებს რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, რამიშვილის ეთერიდან ჩახსნასთან დაკავშირებით.

"დაველოდოთ სასამართლოს და იმის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს. ლინჩის წესით ხომ არ გავასამართლებთ ადამიანს. სასამართლო გადაწყვეტილება ნებისმიერი ადამიანისთვის არის გადამწყვეტი.

არ ვაპირებ გადაწყვეტილებამდე. მანამდე ადამიანის გამტყუნება, ჩემთვის მიუღებელია. 65 ქალიც რომ ადანაშაულებდეს, არ აქვს მნიშვნელობა, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დაველოდებით და შემდეგ ვისაუბროთ. ძალიან გული დამწყდა პრეზიდენტზე, რატო ჟურნალისტი ნათია ბერიძე არ დაიცვა, ხელი რომ აქვს მოტეხილი?" - ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, POSTV- ის ხელმძღვანელსა და წამყვანს შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ისევ ადანაშაულებენ, ამჯერად, ჟურნალისტები - გვანცა ბუდაღაშვილი და მაკო ჯაბუა. მათ წლების წინ მომხდარი ფაქტები გაიხსენეს.

ნახეთ ასევე: