ავტორი:

სამხრეთ კორეელმა ქალმა მართვის მოწმობის გამოცდა 960-ე ცდაზე ჩააბარა - ავტომობილის მართვის სწავლას მან წლები და 13 000 დოლარი შეალია

სამხრეთ კორეელმა ქალმა მართვის მოწმობის გამოცდა 960-ე ცდაზე ჩააბარა - ავტომობილის მართვის სწავლას მან წლები და 13 000 დოლარი შეალია

სამხრეთ კორეელი 69 წლის ქალის ისტორია დღეს მედიის ფავორიტი ამბავია და ბევრისთვის ის შეიძლება მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდეს. ქალი სახელად ჩა სა-სუნი მართვის მოწმობის გამოცდაზე 960-ჯერ (იგულისხმება თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლის ჯამური რაოდენობა) გავიდა და საბოლოოდ, მისი მიღება შეძლო.

ქალმა წლების განმავლობაში 13 500 დოლარი დახარჯა, რათა ავტომობილის მართვა ესწავლა და მოწმობა აეღო.

მან პირველად 2005 წელს სცადა თეორიული ნაწილის ჩაბარება, მაგრამ წარუმატებლად. მას შემდეგ, მიზანდასახული სამხრეთ კორეელი ქალი სამი წლის განმავლობაში, კვირაში 5 დღე, გაკვეთილებს ესწრებოდა და კვლავ ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას. მოგვიანებით, გაკვეთილების რაოდენობა შეამცირა.

იმის მიუხედავად, რომ ქალმა წლები შეალია მართვის მოწმობის აღებას და ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებდა, მაინც არ ნებდებოდა, რადგან მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ავტომობილის მართვა სცოდნოდა.

სა-სუნს ავტომობილის მართვა ბოსტნეულით ვაჭრობისთვის სჭირდებოდა.

ჩა სა-სუნის მართვის ინსტრუქტორის თქმით, როცა ქალმა მოწმობა აიღო, მას მხრებიდან უდიდესი ტვირთი მოეხსნა: "როცა მოწმობა აიღო, ყველანი გახარებულები მივედით, ჩავეხუტეთ და ყვავილები მივართვით. თითქოს მხრებიდან ტვირთი მოვიხსენით. არ შეგვეძლო გვეთქვა მისთვის, რომ სწავლისთვის თავი დაენებებინა", - ამბობს ინსტრუქტორი.

ჩა სა-სუნმა ისე გაითქვა სახელი, რომ სამხრეთ კორეულმა ავტომობილების მწარმოებელმა Hyundai-მ 13 000 ევროს ღირებულების ახალი ავტომობილიც კი აჩუქა ქალს.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა