ავტორი:

როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთრის შემდეგ?

როგორ მოვუაროთ ავტომობილს ზამთრის შემდეგ?

ზამთრის გადაგორება მანქანისთვის შეიძლება რთული აღმოჩნდეს, რადგან ზამთრის დღეები, თოვლი, ყინული და სიცივე აზარალებს ყველაფერს, იქნება ეს მუხრუჭი, საბურავები თუ სხვა. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ მძღოლმა გარკვეული დრო დაუთმოს მანქანას. ამ ბლოგში მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა იზრუნოს მძღოლმა მანქანაზე ზამთრის შემდეგ.

ავტომობილის კარგი გარეცხვა და გაპრიალება

ზამთარში თოვლისა და ყინულის საფარისგან გზების დასაცავად იყენებენ მარილსა და სხვა ქიმიკატებს. ასეთ გზაზე გადაადგილებისას კი მანქანაზეც გადადის ეს ნივთიერებები, რამაც შეიძლება დააზიანოს მანქანის საღებავი და სავალი ნაწილი. ამ მიზეზით, მნიშვნელოვანია, რომ ავტომობილი საფუძვლიანად გაირეცხოს იმ პერიოდში, როცა მას უკვე აღარ უწევს მარილითა თუ რაიმე ქიმიკატებით დაფარულ გზაზე გადაადგილება.

მანქანის კარგად გარეცხვისათვის უმჯობესია ჭუჭყი ჯერ მაღალი წნევის საშუალებით მოშორდეს, შემდეგ კი ნაზი საპონი და რბილი ღრუბელიც კარგად გაწმენდენ ზამთარგამოვლილ ავტომობილს. მას შემდეგ, რაც მანქანა გაიწმინდება, კარგი გადაწყვეტილებაა მანქანისთვის ცვილის ფენის გადასმა, რაც საღებავს დაიცავს მომავალი დაზიანებებისაგან.

საბურავების შემოწმება ან შეცვლა

ზამთრის ამინდები საბურავებისთვისაც შეიძლება აღმოჩნდეს დაზიანების და ცვეთის მიზეზი, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მათი საგულდაგულო შემოწმება. საბურავების დაზიანება მრავალი ნიშნით შეიძლება გამოიხატოს და მისი ზედაპირის ნებისმიერი დეფორმაციის შემჩნევის შემთხვევაში, უმჯობესია მძღოლმა მიაკითხოს ავტო სახელოსნოს და გამოცვალოს საბურავები.

საბურავების დაზიანების მიუხედავადაც, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ყოველი ავტომობილი საჭიროებს ზამთრის საბურავებიდან ზაფხულის საბურავებზე გადასვლას.

იხილეთ დეტალურად ჩვენი სტატია საბურავების შესახებ: როგორ შევარჩიოთ საბურავები

მუხრუჭების შემოწმება

ზამთრის ამინდმა ასევე შეიძლება ზიანი მიაყენოს მანქანის მუხრუჭებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი შემოწმება პროფესიონალის მიერ. მძღოლი უნდა დარწმუნდეს რომ მუხრუჭებს არანაირი ცვეთის და დაზიანების ნიშნები არ გააჩნია და რომ სამუხრუჭე ხუნდები ჯერ კიდევ საკმარისად სქელია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სამუხრუჭე ხუნდებმა შეასრულონ მათი დანიშნულება და შეუფერხებლად გააჩერონ მანქანა. თუკი მუხრუჭები შესაცვლელია, ამ საქმის გადადება სერიოზულ საფრთხემდე მიიყვანს მძღოლსა და მგზავრებს. ეს ის პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება მალე.

სხვადასხვა სითხეების შემოწმება

ზამთრის ამინდმა ასევე შეიძლება ზიანი მიაყენოს მანქანის სხვადასხვა სითხეებს, რომლებიც ავტომობილის განსხვავებულ ფუნქციაზეა პასუხისმგებელი და მნიშვნელოვანია მათი შემოწმება და საჭიროებისამებრ შეცვლა ან შევსება. უნდა შემოწმდეს ზეთი, გადაცემის სითხე, სამუხრუჭე სითხე და გამაგრილებელი. მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ თითოეული მათგანი საჭირო რაოდენობით აქვს მანქანას.

საქარე მინის საწმენდი პირების შემოწმება

ზამთრის ამინდებმა შეიძლება საქარე მინის საწმენდებიც დააზიანოს და მანამ, სანამ საწმენდი თავის ფუნქციას დაკარგავს, უმჯობესია მძღოლმა შეამოწმოს და აღმოაჩინოს, რაიმე დაზიანება ხომ არ აქვს საწმენდის ზედაპირს. საქარე მინის საწმენდის ზედაპირი, მის რეზინები შეიძლება იყოს დახეული და ჰქონდეს ნაპრალები. მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ საწმენდის ზედაპირი კვლავ კარგ კონტაქტს ამყარებს საქარე მინასთან. თუ ისინი შესაცვლელია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადოს მძღოლმა მისი შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საჭირო მომენტში საქარე მინის საწმენდმა თავისი დანიშნულება ვერ შეასრულოს და მძღოლს გადაადგილებისას შეექმნას საფრთხე.

აღნიშნული რჩევების გათვალისწინება გაზაფხულიდან უკვე ნებისმიერ მძღოლს შეუძლია. თითოეული რჩევის გათვალისწინება არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ მძღოლი ივლის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად.

ასევე იხილეთ საინტერესო სტატიები: მანქანის მოვლის რჩევები მოგოსგან | მართვის მოწმობა | ავტო ლიზინგის 5 უპირატესობა | ავტოსესხი | რატომ სკუტერი