ავტორი:

ოლაფ შოლცის საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრა ნიღბიანმა თავდამსხმელმა სცადა

ოლაფ შოლცის საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრა ნიღბიანმა თავდამსხმელმა სცადა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის საცხოვრებელ კომპლექსში ნიღბიანი თავდამსხმელი შეჭრას ცდილობდა. როგორც Politico წერს, თავდამსხმელს ეცვა ხელთათმანები, "კაპიუშონიანი" ტანსაცმელი და ეკეთა ნიღაბი.

გერმანული ჟურნალ Der Spiegel-ის ცნობით, უცნობმა პირმა შენობაში შეჭრა სცადა, მას შემდეგ კი, რაც შემაჩნიეს შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შეჭრისას შოლცი სახლში არ იმყოფებოდა. ამ დროს გერმანიის კანცლერი საკუთარი კოალიციის ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ.