ავტორი:

მიქაუტაძის გოლი, მამარდაშვილის კარგი თამაში და "განეიტრალებული" კვარაცხელია - საქართველომ ქულის გადარჩენა შეძლო

მიქაუტაძის გოლი, მამარდაშვილის კარგი თამაში და "განეიტრალებული" კვარაცხელია - საქართველომ ქულის გადარჩენა შეძლო

დღეს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე, ნორვეგიას ბათუმში უმასპინძლა. მატჩი ანგარიშით: 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმის შემდეგ საქართველო აგებდა ანგარიშით: 0:1.

ჩვენს ნაკრებს პირველ ტაიმში თამაში არ წაუვიდა, ინიციატივა პირველი წუთების შემდგომ სტუმრებმა იგდეს ხელთ, რაც მე-16 წუთზე გოლის გატანით გაგრძელდა. ბურთი ქართველების კარში სიორლოტმა გაიტანა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველებს არაფერი გამოსდიოდათ, იყო ბევრი უზუსტო პასი, ამასთანავე სტუმრებმა, თამაშიდან თითქმის სრულად გამოთიშეს საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. 38 -ე წუთზე "კვარამ" მაინც მოახერხა გაჰქცეოდა მცველებს, თუმცა ბურთი კარს ოდნავ ასცდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 33-ე წუთზე კიდევ ერთ გოლს მამარდაშვილმა გადაგვარჩინა.

მეორე ტაიმი ქართველების აქტიურობით დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ პირველი ტაიმთან შედარებით თითქოს სხვა გუნდი გავიდა მოედანზე. ძალიან კარგად შევიდნენ თამაშში შეცვლაზე შემოსული: ზივზივაძე, ლობჟანიძე და გოჩოლეიშვილი. ჩვენი გუნდის აქტიურობის შედეგად მე-60 წუთზე ანგარიშის გაქვითა შევძელით. კვეკვესკირის პასის შემდეგ გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. მატჩი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კარისკენ დარტყმა მოახერხეს საბა ლობჟანიძემ და ხვიჩა კვარაცხელიამაც, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს.

71-ე წუთზე სასწაულად ითამაშა ჩვენი კარის დარაჯმა და საქართველო გოლს გადაარჩინა. საბოლოოდ უმძიმეს ბრძოლაში საქართველომ ქულის აღება შეძლო.