ავტორი:

ძლიერი ქარია სენაკშიც - სტიქიამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

ძლიერი ქარია სენაკშიც - სტიქიამ  მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

ქარმა სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია კიდევ რამდენიმე კორპუსი.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა ოზურგეთში, ბოლქვაძის ქუჩაზე მდებარე 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსსაც.

ასევე იხილეთ: