ავტორი:

"უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დღეს კიევ-პეჩორის ლავრა სამუდამოდ უნდა დატოვონ" - მედია

"უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დღეს კიევ-პეჩორის ლავრა სამუდამოდ უნდა დატოვონ" - მედია

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დღეს კიევ-პეჩორის ლავრა სამუდამოდ უნდა დატოვონ.

მანამდე, ბერებმა მორწმუნეებს მოუწოდეს ლავრაში ერთობლივი ლოცვისთვის მისულიყვნენ.

შეგახსენებთ, 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმა კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორია 29 მარტამდე უნდა დატოვონ. უკრაინის მთავრობის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ რუსეთის ეკლესიის აღშფოთება გამოიწვია.