ავტორი:

ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია - გასული წლის პროექტები და 2023 წლის გეგმები

ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია - გასული წლის პროექტები და 2023 წლის გეგმები

ლიბერთი კორპორაციული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, თამამად შეიძლება დავასახელოთ საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ კომპანიად. მეტიც, 2022 წელს კორპორაციული პასუხისმგებლობა ლიბერთის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახდა, რომელიც უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებად განიხილავს განათლების ხელშეწყობას, ცოდნის გაზიარებასა და ცნობიერების ამაღლებას.

2022 წელს ლიბერთიმ კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით რამდენიმე მასშტაბური პროექტი განახორციელა და ასობით ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. სოციალური პასუხისმგებლობა და განათლების ხელშეწყობა ლიბერთისთვის მიმდინარე წელსაც საკვანძო პრიორიტეტად რჩება.

ლიბერთის საგანმანათლებლო პროგრამებით 3000-ზე მეტი ბენეფიციარი გადამზადდა, მათ შორის 55% ქალია. ბანკის საგანმანათლებლო პროექტებმა ამ ადამიანებს ის ცოდნა, უნარები თუ ინფორმაცია შესძინა, რაც მათ ცხოვრების გაუმჯობესებისა და წარმატების მიღწევის რეალურ შესაძლებლობას მისცემს.

ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი ტაპი ზაქარიაძე ამბობს, რომ სწორედ განათლებაა ის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობებს ქმნის. მისი თქმით, ქველმოქმედების ერთჯერადი კამპანიები მნიშვნელოვანია, თუმცა ბანკში განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას ისეთ პროექტებზე, რომლებიც გრძელვადიანი ეფექტის მომტანია და ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

2022 წელს ლიბერთი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორი გახდა. კონკურსის პარტნიორობა ნიჭიერი, ახლის მაძიებელი, მათ შორის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას მოიაზრებს. ლიბერთიში მიიჩნევენ, რომ განათლებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ არსებული რეალობა. შესაბამისად, ბანკი აქტიურად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც მომავალ თაობებს წინსვლის მოტივაციას უძლიერებს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პროექტში მესამე ადგილზე გასულ გუნდს ლიბერთი შვეიცარიაში ბირთვული კვლევების ცენტრში ვიზიტს დაუფინანსებს. გამარჯვებულ გუნდში გორისა და თბილისის მოსწავლეები არიან, რომელთაც ივნისში დაუვიწყარი გამოცდილება ელით.

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარეობს. RDYE პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Mercy Corps. პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

პროექტი მიზნად ისახავს 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობას. პროექტის მიზანია გაზარდოს რეგიონებში ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური მონაწილეობა, გააუმჯობესოს მათი კეთილდღეობა და ხელი შეუწყოს სამეწარმეო პოტენციალს. ლიბერთის გუნდმა სპეციალურად პროექტის სასწავლო პროგრამისთვის შექმნა ფინანსური წიგნიერების სასწავლო მოდული, რომელიც პროგრამის ფარგლებში 1500-მა ახალგაზრდამ გაიარა. ფინალში გადასულ ახალგაზრდა მეწარმეებზე კი გაიცემა გრანტები მათი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად.

ლიბერთიში ამბობენ, რომ პროექტის მონაწილეებს შორის აქტიურობით გამოირჩევიან ქალები, მათი ეკონომიკურად გაძლიერება კი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

გასულ წელს გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ლიბერთიმ დაახლოებით 285 ქალი გადამზადება უზრუნველჰყო. ამ გადამზადების ფარგლებში დამწყებმა მეწარმეებმა თავიანთი საქმიანობისთვის მეტად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები შეიძინეს.

ლიბერთიში წელსაც გრძელდება სტაჟირების პროექტი, რომელიც საბანკო სფეროთი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს შეუერთდნენ ბანკის გუნდს და გააგრძელონ განვითარება.

ქალების გაძლიერების ნაწილია „ლანჩხუთის“ გოგონათა საფეხბურთო გუნდის მხარდამჭერა, რაშიც ლიბერთი 2022 წელს აქტიურად იყო ჩართული. ბანკის მიზანი, ქალთა გაძლიერებასთან ერთად, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევაა. ლიბერთის თანამშრომლები „ლანჩხუთს“ მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გულშემატკივრობდნენ საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც კლუბი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და საქართველოს ქალთა თასიც მოიპოვა.

2022 წელს ლიბერთის თანამშრომლებმა სხვადასხვა ტიპის კონსულტაცია და სწავლება ჩაატარეს როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთაც. ლიბერთის გუნდში ბევრი ექსპერტია სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც მზად არიან თავისი გამოცდილება თანამშრომლებს ან სხვა დაინტერესებულ პირებს გაუზიარონ. გასული წლის განმავლობაში სწავლება გაიარა 1126-მა ადამიანმა.

ლიბერთი უკვე ექვსი წელია, ყოველწლიურად აჯილდოებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულს. ბანკში მიიჩნევენ, რომ უმნიშვნელოვანესია მოტივაციის მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენი მომავალი თაობის განვითარებაზე ზრუნავენ. სწორედ ამ მოტივით ჩაერთო ბანკი პროექტში და მომავალშიც გააგრძელებს მასწავლებლების მხარდაჭერას.

2022 წელს მხარდაჭერილი პროექტების ნაწილია “მზიურმცოდნე,“ რომელიც „მზიურის კაფეს“ დამფუძნებლის ანა გოგუაძის ინიციატივაა. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები სპეციალურად მათთვის შექმნილ პროგრამაში ჩაერთნენ და მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღეს ბუნების, ეკოლოგიის, ცხოველების დაცვის, გარემოზე ზრუნვის, ფინანსური განათლებისა და ინკლუზიური გარემოს შესახებ.

2022 წლის პროექტებს შორის უმნიშნელოვანესი იყო MY DOC - მოძრავი კლინიკა. პროექტი, რომელიც ლიბერთიმ უფროსი თაობისა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთა მხარდასაჭერად 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყო, მობილურ სამედიცინო მომსახურებას გულისხმობს. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილმა მოძრავმა კლინიკამ ლიბერთის ექსპრეს მანქანებთან ერთად 167 სოფელი მოიარა და 160-ზე მეტ ადამიანს გაუწია უფასო სამედიცინო მომსახურება გულ-სისხლძარღვოვან და სასუნთქი გზების დაავადებებზე მაღალტექნოლოგიური კვლევების მიმართულებით. პროექტი MY DOC გასულ წელს გაერო-ს გლობალური ჯილდოს რჩეული გახდა. ლიბერთიში გვიყვებიან, რომ უნიკალური მობილური ჰოსპიტალის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ბანკში მუდმივად შედის ზარები, მოთხოვნა ძალიან დიდია.

პროექტი გრძელდება. მასთან ერთად გრძელდება განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით მიმდინარე სხვა პროექტები. გუნდში მუდმივად მუშაობენ სიახლეებზეც.

ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიზანი კი შეიძლება ასე შეჯამდეს: იყოს ყველგან, სადაც მისი საჭიროებაა - ადამიანების სიცოცხლის, განათლების, კეთილდღეობის მხარდასაჭრად.

R