ავტორი:

"გადატანილი შიშის გამო ვერ ლაპარაკობს..." - ბათუმში, ბატუტის გადაბრუნების გამო დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კვლავ რთულია

"გადატანილი შიშის გამო ვერ ლაპარაკობს..." - ბათუმში, ბატუტის გადაბრუნების გამო დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კვლავ რთულია

ბათუმში, ბატუტზე დაშავებული 3 წლის ბავშვი თურქეთიდან საქართველოში გადმოიყვანეს და ბათუმის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. როგორც ემიგრანტების საკითხებზე მომუშავე შოთო სიხარულძე ამბობს, ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება.

"ბავშვი გადატანილი შიშის გამო ვერ ლაპარაკობს, თუმცა ყველაფერი ესმის და როცა რაღაც სჭირდება, თვალებით ანიშნებს მშობლებს. ბათუმში გუშინ გადმოიყვანეს, ხანგძლივი მკურნალობა სჭირდება, ამისთვის კი დიდი თანხებია საჭირო. ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი უკვე ამოწურა", - ამბობს შოთო სიხარულიძე.

ცნობისთვის, 12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს 9 და 3 წლის ძმები დაშავდნენ. ძლიერმა ქარმა ბატუტი დააზიანა, რის გამოც 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მომხდარის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა, მას გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ საბანკო ანგარიშებზე:

GE67TB7699245068100030 თიბისი

GE20BG0000000545804997 საქართველოს ბანკი

მიმღები: დაშავებული ბავშვის მამა თაზო ბერიძე

  • ავტორი: თიკო გურაშვილი