ავტორი:

"მოზარდზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას თვითმხილველი ჰყავს" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შიდა ქართლში მომხდარ დანაშაულზე?

"მოზარდზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას თვითმხილველი ჰყავს" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შიდა ქართლში მომხდარ დანაშაულზე?

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 60 წელს გადაცილებული დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებული მოზარდის მამის მეგობარია.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მოზარდზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას თვითმხილველი ჰყავს. ტელეკომპანიის ცნობით, ეს არის ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ დაინახა, თუ როგორ ეხვეოდა მამაკაცი გოგონას ფარდულში. როგორც მოწმე ამბობს, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ მოზარდის ოჯახს და შემდეგ პოლიციას მიაწოდა. როგორც ცნობილია, გოგონას ფსიქოემოციური მდგომარეობა მძიმეა და მასთან ფსიქოლოგი მუშაობს.

"ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია დაკავებულის პოზიცია, ვინაიდან ჯერ არ შევხვედრივარ მას. სავარაუდოდ ბრალის წარდგენა მოხდება ხვალ და შემდგომ შემიძლია ვისაუბრო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაზე. ჩემთვის ცნობილია, რომ დააკავეს გვიან ღამით" - ამბობს დაკავებულის ადვოკატი თამარ თედლიაშვილი.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.