ავტორი:

"პალიტრანიუსი" განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

"პალიტრანიუსი" განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

ტელეკომპანია "პალიტრანიუსი" მადლობას უხდის საზოგადოების ყველა იმ წარმომადგენელს და ორგანიზაციას, რომელთაც არხის წინააღმდეგ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანიის ფონზე, ჩვენს მიმართ უპრეცედენტო სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატა.

ამ დღეებში, ჩვენ ვიგრძენით დიდი თანადგომა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა დამოუკიდებელი და ობიექტური მედიის მნიშვნელობა ქართული საზოგადოებისთვის.

გასაგებია, ცილისმწამებლური კამპანიის დამკვეთებისა და შემსრულებლების მიზანი არხის დისკრედიტაცია იყო, მაგრამ უკუეფექტი მიიღეს. „პალიტრანიუსი“ გახდა კიდევ უფრო ძლიერი და პოპულარული, მეტი ადამიანი უყურებს არხს, რათა მიიღოს ობიექტური, მრავალფეროვანი და დაბალანსებული ინფორმაცია.

ნახეთ ასევე: