ავტორი:

"ყავას გიორგი ვაშაძესთან შეხვედრების დროსაც ვსვამთ" - თამარ კორძაია

"ყავას გიორგი ვაშაძესთან შეხვედრების დროსაც ვსვამთ" - თამარ კორძაია

ყავას გიორგი ვაშაძესთან შეხვედრების დროსაც ვსვამთ და გადაწყვეტილებებს ისე ვიღებთ - სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე ყავა არ ყოფილა და მას ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები, - ასე პასუხობს გიორგი ვაშაძეს ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია.

"ჩვენ სამუშაო ჯგუფებში ვიმუშავეთ. შედეგი არის ის, რომ დარჩენილია სამი პრობლემა. უმთავრესია დეპოლარიზაცია და თუ რატომ არ წყდება, ეს ყველამ თავის თავს უნდა ჰკითხოს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს შედეგი არ დაუდია. მან

სამუშაო ჯგუფებს "ყავის სმის ჯგუფები" უწოდა.

თავის მხრივ თამარ კორძაია მუშაობდა ჯგუფში, რომელმაც საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების მიზნით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მოამზადა.