ავტორი:

"სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, დაფიქრდით, არ გიჩივლებთ ახლა" - სამადაშვილი კალანდაძის ნახატთან დაკავშირებით წულუკიანის უწყების წერილს აქვეყნებს

"სანამ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, დაფიქრდით, არ გიჩივლებთ ახლა" - სამადაშვილი კალანდაძის ნახატთან დაკავშირებით წულუკიანის უწყების წერილს აქვეყნებს

"ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი რამდენიმე თვის წინ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას, რომელიც ედმუნდ კალანდაძის ნახატს ეხებოდა.

კერძოდ, სექტემბერში წულუკიანმა განაცხადა, რომ სალომე სამადაშვილი იყო ბელგიაში ელჩი და ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის "შიშველი ნატურა", რომელიც მას, როგორც ელჩს, ებარა, ჩანაცვლებული იყო ყალბი ფერწერული ტილოთი.

მისი განმარტებით, ნახატი საელჩოს გადაეცა 1993 წელს, როცა ელჩი ზურაბ აბაშიძე იყო, ხოლო თავად ნახატი 2005 წელს ჩაიბარა, როდესაც ბრიუსელში ელჩის თანამდებობაზე სამუშაოდ ჩავიდა. როგორც სამადაშვილი ამბობს, აღწერის დროს რომ ვერ დადგინდა ნახატი ნამდვილად ავტორს ეკუთვნოდა თუ არა და ამის შესახებ სამინისტროს მაშინვე აცნობა.

"წულუკიანს წესით უნდა ვუჩივლო ამაზე, მაგრამ ძალიან მეზარება დროის კარგვა. პარლამენტში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მე პასუხისმგებელი ვიყავი ჩემდამი დაქვემდებარებულ საელჩოში დაკარგულ ნახატზე, რომლის ავტორიც იყო ე.კალანდაძე. ამ ცილისწამების პასუხად, ქალბატონ წულუკიანს გაეგზავნე წერილი შესაბამისი ინფორმაციის მოთხოვნით.

თვეების დაგვიანებით, წულუკიანის სამინისტრო მპასუხობს და მაცნობებს, რომ აღნიშნული ნახატი 1993 წელს გადაეცა საელჩოს დროებით სარგებლობაში და უნდა დაბრუნებულიყო მუზეუმში, მაგრამ არ დაბრუნდა. მე კი, წლების შემდეგ, აღწერა რომ ჩატარდა, მიცნობებია სამინისტროსთვის, რომ საელჩოს ბალანსზე არის აყვანილი ნახატი, რომელიც წესით არის კალანდაძის, მაგრამ ზედ ხელმოწერა არა აქვს-ანუ უცნობია, რა ნახატია. ქალბატონო თეა, თავში ტვინის ნაცვლად ბოროტება რომ არ გქონდეთ, მიხვდებოდით, რომ:

1. 1993 წელს მე ვსწავლობდი თბილისის პირველ საშუალო სკოლაში.

2. ბრიუსელში ელჩის თანამდებობაზე სამუშაოდ ჩავედი 2005 წლის ბოლოს-რაც ჩამაბარეს, ის ჩავიბარე და აღწერის დროს რომ ვერ დადგინდა ნახატი ნამდვილად ავტორს ეკუთვნოდა თუ არა, ვაცნობე ამის შესახებ სამინისტროს.

3. 1993 წელს ბრიუსელში ელჩი ახლა კარასინთან რომ დადის ის კაცი იყო-ზურაბ აბაშიძე (მე მის შემდეგ მესამე ‘ თაობის’ ელჩი ვარ.)

აბაშიძის ტელეფონი გექნებათ, დაურეკეთ და გაარკვიეთ, რა ჩაიბარა 1993 წელს, რა დააბრუნა და რა დაიტოვა. მომავალში, სანამ კიდევ რამე სისულელეს წამოაყრანტალებთ, კარგად დაფიქრდით. არ გიჩივლებთ ახლა, თუმცა იმსახურებთ, მეზარება თქვენზე ჩემი ძვირფასი დროის ხარჯვა" - წერს სამადაშვილი.

რა განაცხადა თეა წულუკიანმა?

"ქალბატონი სალომე იყო ბრიუსელში, ევროკავშირის მისიაში ელჩი, ქალმა ის ვერ გაიგო, რომ ედმუნდ კალანდაძის "შიშველი ნატურა“, რომელიც მას, როგორც ელჩს ებარა, ჩანაცვლებული იყო ყალბი ფერწერული ტილოთი. როდესაც 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში იგრძნეს სიო, მაშინდელმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ფერწერული ტილოების მოძიება საელჩოებში. ქურდს ქუდი ეწვის პრინციპით.

ქალბატონმა სალომემ სამინისტროს გაუგზავნა წერილი, სადაც ამბობს, რომ ამ ნახატს არც ნომერი აქვს და არც ავტორი აწერიაო, მაგრამ არავითარი რეაგირება ამაზე, როგორც ელჩს არ ჰქონია. კივილი არის ადვილი, მაგრამ პასუხისგება ყველას მოუწევს თავის წარსულ საქმიანობაზე როგორც მე, ისე მას. ეს წერილი რომ გამოვაქვეყნოთ ვნახავთ, რომ მან სახელმწიფო ენა კარგად არ იცის, თითქმის ყველა სიტყვაში აქვს შეცდომა, მე რომ ვყოფილიყავი მაშინ ზონდერი საგარეო საქმეთა მინისტრი, ასეთ კადრს გავათავისუფლებდი"