ავტორი:

რომის პაპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რომის პაპი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რომის პაპი ჰოსპიტალიზებულია ფილტვების ინფექციით და კლინიკაში რამდენიმე დღე იმკურნალებს. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ვატიკანის სპიკერზე მატეო ბრუნიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრუნიმ აღნიშნა, რომ ფრანცისკეს COVID-19 არ აქვს.

მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში რომის პაპს სუნთქვის პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ტესტების ჩასატარებლად ჯემელის ჰოსპიტალში გადავიდა.

"ტესტებმა ფილტვების ინფექცია აჩვენა (არა COVID-19 ინფექცია), რასაც სამედიცინო თერაპიის რამდენიმე დღე დასჭირდება”, - განაცხადა ბრუნიმ.