ავტორი:

ავიაკატასტროფა აშშ-ში - კენტუკის შტატში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი

ავიაკატასტროფა აშშ-ში - კენტუკის შტატში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, არის მსხვერპლი

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის არმიის ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა. სავარაუდოდ, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი. ავიაკატასტროფა კენტუკის შტატში მოხდა.

შტატის გუბერნატორის ენდი ბეშეარის თქმით, "მძიმე ამბავი“ აქვთ.

ადგილობრივი ახალი ამბების ცნობით, შემთხვევა დაახლოებით, 21:35 საათზე მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.

სამხედრო ბაზის სპიკერის, ფორტ კემპბელის განცხადებით, კატასტროფა განიცადა HH60 Blackhawk0-ის ტიპის ორმა ვერტმფრენმა "ჩვეულებრივი სასწავლო მისიის დროს."