ავტორი:

რუსეთის უშიშროებამ, ჯაშუშობის ბრალდებით, Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავა

რუსეთის უშიშროებამ, ჯაშუშობის ბრალდებით, Wall Street Journal-ის ჟურნალისტი დააკავა

რუსეთის FSB-ს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ამერიკული გაზეთის, The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი ურალის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. ჟურნალისტი ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი, იტყობინება სააგენტო Interfax.

"ინტერფაქსის" ციტირებულ განცხადებაში FSB წერს, რომ მათ 1991 წელს დაბადებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის, ევან გერშკოვიჩის უკანონო საქმიანობები შეაჩერეს: "ამერიკული გაზეთის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტი, რომელიც აკრედიტირებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამერიკის მთავრობის ინტერესებისთვის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი".

განცხადებაში FSB ამტკიცებს, რომ გერშკოვიჩს ამერიკულმა მხარემ რუსეთში თავდაცვის სამხედრო კომპლექსის ერთ-ერთი დაწესებულების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაავალა.

მიუხედავად მტკიცებისა, რუსულ მხარეს არანაირი მტკიცებულება არ დაურთავს თეორიის გასამყარებლად.

გაზეთის მხრიდან კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

წყარო: reuters

მოამზადა: ანა სიბოშვილმა