ავტორი:

გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან

გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან

უკეთესი კალათა უკეთესი ფასებით - ეს არის ჯპს-ს განახლებული პროექტი, რომლის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ყოველდღიურად ისარგებლონ 30 % და მეტი ფასდაკლებით ქრონიკული მოხმარების მედიკამენტების შესაძენისას. „უკეთესი კალათა“ აერთიანებს 1000-მდე დასახელების ქრონიკული მოხმარების პრეპარატს და მისი მთავარი ამოცანაა მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ:- „დღეიდან ჯპს-ის ქსელში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ განახლებული კალათის პირობით და მუდმივი მოხმარების მედიკამენტები შეიძინონ 30 % და მეტი ფასდაკლებით. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ჩვენი მომხმარებლებისთვის - “უკეთესი კალათა” უკეთესი ფასებით გულისხმობს ბაზარზე საუკეთესო ფასს. აღსანიშნავია, რომ საჭირო მედიკამენტების შეძენა ნებისმიერი რაოდენობითაა შესაძლებელი. განახლებული კალათის პირობები ვრცელდება ჯპს-ის ყველა აფთიაქში, მთელი საქართველოს მასშტაბით.“

R