ავტორი:

"სააკაშვილი აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას, ძალიან მძიმეა ის, რომ ამ ყველაფერში მას ხელს უწყობს გარემოცვა, ოჯახი" - კახა კალაძე

"სააკაშვილი აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას, ძალიან მძიმეა ის, რომ ამ ყველაფერში მას ხელს უწყობს გარემოცვა, ოჯახი" - კახა კალაძე

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი კალორაჟის საკვები, იკვებოს ჩვეულებრივად, ამაში ოჯახის წევრების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას აგრძელებს და ამაში გარემოცვაც ხელს უწყობს.

"რაც შეეხება თვითონ მიხეილ სააკაშვილს, ადამიანი აგრძელებს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას. ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია ის, რომ ამ ყველაფერში მას ხელს უწყობს გარემოცვა, ოჯახის წევრები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანმა მიიღოს შესაბამისი კალორაჟის საკვები, იკვებოს ჩვეულებრივად, ამაში ოჯახის წევრების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, მინდა მოვუწოდო მათ, მის გარემოცვას, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ადამიანმა მიიღოს შესაბამისი საკვები“, - განაცხადა კახა კალაძემ.