ავტორი:

გურიაში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, შუახნის მამაკაცი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს

გურიაში, ორდღიანი ძებნის შემდეგ, შუახნის მამაკაცი მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს

მამაკაცი, რომელსაც ჩოხატაურში ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბესო სიხარულიძეს ჩოხატაურში, ოჯახი და პოლიცია 2 დღის განმავლობაში ეძებდა.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.