ავტორი:

"საერთაშორისო პუბლიკა მხოლოდ მას წამოუდგა ფეხზე" - გიორგი გიგაშვილმა რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა: რას წერს პიანისტი?

"საერთაშორისო პუბლიკა მხოლოდ მას წამოუდგა ფეხზე" - გიორგი გიგაშვილმა რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა: რას წერს პიანისტი?

საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატმა პიანისტმა გიორგი გიგაშვილმა რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჟიურიმ ქართველი გიგაშვილი 17 ქვეყნის 32 მონაწილეს შორის საუკეთესო სამეულში დაასახელა. საფინალო სესიაზე გიგაშვილმა პროკოფიევის საფორტეპიანო და საორკესტრო კონცერტი N3 შეასრულა.

  • გიგაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივარს მადლობას უხდის:

"სამი რამ:

1. მეორე ადგილი ავიღე.

2. საქართველო ევროპაა!

3. მადლობა ყველას, მართლა ყველას, უსაზღვროდ მადლობელი ვარ, როგორც მიგულშემატკივრეთ მთელი ეს პერიოდი" - წერს გიორგი.

გუშინ სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი წერდა, რომ ფინალური გამოსვლის დროს საერთაშორისო პუბლიკა მხოლოდ გიგაშვილს წამოუდგა ფეხზე:

"გიგაშას ფინალი რუბინშტეინის კონკურსის ფინალში. მართლაც საოცრად დაუკრა ყველა ტური!!! საერთაშორისო პუბლიკა მხოლოდ მას წამოუდგა ფეხზე, რაც თითქმის არ ხდება ხოლმე კონკურსებზე. პრესა კი პიდაპირ უწოდებს გიორგის გენიას საქართველოდან" - წერდა რაჭველი.

ნახეთ გიგაშვილის გამოსვლა: