ავტორი:

ტრაგედია ინდოეთში - ტაძარში იატაკი ჩავარდა, რის შემდეგაც ადგილზე შეკრებილები ჭაში ჩაცვივდნენ: დაღუპულია სულ მცირე 35 ადამიანი

ტრაგედია ინდოეთში - ტაძარში იატაკი ჩავარდა, რის შემდეგაც ადგილზე შეკრებილები ჭაში ჩაცვივდნენ: დაღუპულია სულ მცირე 35 ადამიანი

ინდოეთის ქალაქ ინდორში, ერთ-ერთ ტაძარში იატაკის ჩანგრევის შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, იატაკმა, რომლის ქვეშაც წყლის ჭა იყო განთავსებული, სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა, რის შედეგადაც ტაძარში შეკრებილები ჭაში ჩაცვივდნენ, სადაც ტრაგედიის დროს წყლის დონე, დაახლოებით, 7.6 მეტრი იყო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პრადეშის შტატის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნაროტამ მიშრას განცხადებით, დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედიის დროს ტაძარში უამრავი მორწმუნე, ძირითადად, ქალები და ბავშვები, იმყოფებოდნენ. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.