ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილმა და შალვა პაპუაშვილმა ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და შალვა პაპუაშვილმა ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.