ავტორი:

გვინეტ პელტროუს სასამართლო საგა დასრულდა - ჰოლივუდის ვარსკვლავმა დავა მოიგო

გვინეტ პელტროუს სასამართლო საგა დასრულდა - ჰოლივუდის ვარსკვლავმა დავა მოიგო

ჰოლივუდის ვარსკვლავი, გვინეტ პელტროუ ნაფიცმა მსაჯულებმა 2016 წელს მომხდარ სათხილამურო ინციდენტში უდანაშაულოდ ცნეს. 76 წლის ტერი სანდერსონი ამტკიცებდა, რომ პელტროუ სრიალისას შეეჯახა და თავის ტვინსა და ნეკნებზე მნიშვნელოვანი დაზიანებები მიაყენა. ამის გამო ის ვარსკვლავისგან 300 000 დოლარს ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერი სანდერსონი იმედგაცრუებული დარჩა. სასამართლო დარბაზიდან გასვლისას გვინეტი სანდერსონთან მივიდა და ჩასჩურჩულა: "კარგად ყოფნას გისურვებ", რაზეც სანდერსონმა უპასუხა: "გმადლობ, ძვირფასო".

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/65132827/vpid/p0fd132m"></iframe>

ოსკაროსანი მსახიობი "ინსტაგრამის" სთორიშიც გამოეხმაურა ამბავს. მან თქვა, რომ კმაყოფილია შედეგით. მადლობა გადაუხადა მოსამართლეს და რვაწევრიან ნაფიც მსაჯულებს ამ საქმის "გონივრულად განსჯისთვის".

პელტროუს სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისთვის ნაფიც მსაჯულებს სამი საათი დასჭირდათ. შედეგად, ვარსკვლავი სიმბოლურ 1 დოლარს მიიღებს.

ორკვირიან სასამართლო პროცესზე ათობით მოწმე იყო გამოცხადებული, რომელთაც ურთიერთგამომრიცხავი ისტორიები ჰქონდათ იმის შესახებ, თუ ვინ ვის დაეჯახა. პელტროუ ამტკიცებდა, რომ სანდერსონი იყო დამნაშავე, 76 წლის მამაკაცი კი საპირისპიროს ამბობდა, რომ მსახიობი დაეჯახა და ადგილზევე მიატოვა ის.

სანდერსონის მტკიცება, რომ შეჯახების შედეგად მისი ჯანმრთელობა დაზიანდა, პელტროუს ადვოკატებმა გამორიცხეს და ინციდენტის შემდგომ მისი მოგზაურობის გრძელ სიაზე მიუთითებდნენ. ადვოკატები სანდერსონს ადანაშაულებდნენ, რომ ის პელტროუს ცნობადობას საკუთარი მიზნებისთვის იყენებდა, რადგან მან შეჯახების შემდეგ თავის ქალიშვილებს მისწერა: "მე ცნობილი ვარ".

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა