ავტორი:

"ეს არ არის წიგნი, რომლის წაკითხვას ღამით გირჩევდით" - რატომ უნდა წაიკითხოთ აგათა კრისტის "პაემანი სიკვდილთან"

"ეს არ არის წიგნი, რომლის წაკითხვას ღამით გირჩევდით" - რატომ უნდა წაიკითხოთ აგათა კრისტის "პაემანი სიკვდილთან"

აგათა კრისტი მსოფლიო ლიტერატურის აბსოლუტური ფენომენია. მისი წიგნები მესამე ადგილს იკავებს თარგმანის რაოდენობით მსოფლიოში, ბიბლიისა და უილიამ შექსპირის შემდეგ. მან თავისი ცხოვრების მანძილზე 100-ზე მეტი გენიალური ნაწარმოები დაწერა, რომლებსაც სხვადასხვა ენაზე თარგმნიდნენ, ბეჭდავდნენ მრავალი ტირაჟით და იღებდნენ ფილმებს, რეკორდული რაოდენობით.

აგათა კრისტი განსაკუთრებულად აგებდა თავისი რომანების სიუჟეტებს. მას არ ეშინოდა დაერღვია სოციალური პრობლემები, ეხებოდა პირად თემებს და ხშირად მიმართავდა ფსიქოლოგიას. მიუხედავად იმისა, რომ მწერალი ძირითადად ძალადობრივ დანაშაულებს აღწერდა, ის ყოველთვის ჰუმანიზმს აყენებდა პრიორიტეტად.

აგათა კრისტის რთული სიუჟეტები შეიძლება ათჯერ გადაიკითხო და ყოველ ჯერზე აღმოაჩინო ახალი დეტალები და გამოიტანო განსხვავებული დასკვნები. სწორედ ამიტომ ღირს მწერლის ყველაზე საკულტო ნაწარმოებების გადაკითხვა და მათთვის სათანადო ადგილის გამოყოფა წიგნებს თაროზე.

„პაემანი სიკვდილთან“ აგათას შედარებით ნაკლებად პოპულარული წიგნია, რომელიც შთაგონებულია მწერლის მოგზაურობებით. ეს რომანი პუაროს განსხვავებულ მხარეს გვაჩვენებს.

ფაბულა: პეტრას ამაღლებულ წითელ კლდეებს შორის, ურჩხულივით გაბერილი ბუდასავით იწვა მისის ბოინტონის ცხედარი. მაჯაზე არსებული ინექციის ციცქნა კვალი იყო ერთადერთი ნიშანი, რაც მიანიშნებდა, რომ იგი მოკლეს. დეტექტივ ერკიულ პუაროს კი საიდუმლოს ამოხსნისთვის მხოლოდ 48 საათი აქვს...

მისის ბოინტონი მართლაც ამაზრზენი ქალი იყო, რაც კი ოდესმე მას შეხვედრია. როცა მისი ცხედარი პეტრას კლდეებს შორის იპოვეს, პუარო გაიხსენებს, რომ იერუსალიმში შვებულების დროს გაიგონა, თუ როგორ უთხრა რაიმონდ ბოინტონმა თავის დას შემდეგი ფრაზა: "ახლა ხედავ, რომ ის უნდა მოკლა?"

მათი დედა, ქალბატონი ბოინტონი, ტირანი და სადისტი იყო (ყოფილი ციხის მცველი), ის მართავდა ოჯახის ყველა ახალგაზრდა წევრს.

გაზეთ The Guardian-ის 1938 წლის 27 მაისის რეცენზიაში ნათქვამია, რომ „გამომგონებელი სიუჟეტი და თხრობა, კვანძის მოულოდნელი გახსნა, გმირების დახვეწილი ხასიათები და თვალწარმტაცი ანტურაჟი, „პაემანი სიკვდილთან“ კრისტის ერთ-ერთ საუკეთესო რომანად აქცევს.

1938 წლის 19 მაისს Daily Mirror-მა გამოაქვეყნა რომანის შემდეგი მიმოხილვა: „ეს არ არის წიგნი, რომლის წაკითხვას ღამით გირჩევდით. ქალბატონი ბოინტონის ბოროტ თვალებს შეუძლიათ სიზმარში გესტუმრონ და თქვენი ოცნებები კოშმარებად აქციონ. ეს საკმაოდ საშინელი და გულის განგმირავი ისტორიაა. მოკლედ რომ ვთქვათ - შესანიშნავი წიგნია.“

წიგნი წაგვიყვანს მოგზაურობაში, რომელიც მკითხველს აჩვენებს ადამიანის ბუნების მახინჯ და მანიპულატორულ მხარეს. ფსიქოლოგიური გამოცანა დანაშაულებრივი სამყაროს დედოფლისგან მის კიდევ ერთ ტალანტს დაგვანახვებს. აგათას ღრმა ცოდნას ადამიანის ბუნებისა.

„პაემანი სიკვდილთან“ არის შესანიშნავი რომანი, რომელიც ქმნის არაჩვეულებრივ ატმოსფეროს ადამიანის ფსიქოლოგიის შესასწავლად. გამოცანას, რომელიც არ ჰგავს არც ერთ სხვას, ერკიულ პუარო ამოხსნის და მთელი რომანის მანძილზე, დაძაბულს გამყოფებთ.

წიგნის მიხედვთ 1988 წელს ფილმიც გადაიღეს, თუმცა, ადაპტირებული სცენარით. წიგნი ქართულ ენაზე კი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ სულ ახლახან გამოსცა. „პაემანი სიკვდილთან“ ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ წიგნს მაღაზიათა ქსელში.