ავტორი:

"მინდა დავიცვა ბელარუსი, აღარ გვინდა მათრახის ქვეშ ცხოვრება და არ ვიქნებით მონები" - ლუკაშენკო ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე

"მინდა დავიცვა ბელარუსი, აღარ გვინდა მათრახის ქვეშ ცხოვრება და არ ვიქნებით მონები" - ლუკაშენკო ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნების შესახებ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები მიზანმიმართულად გააქტიურა.

"შექმნილ გარემოებებში და ჩვენი ქვეყნის ირგვლივ არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან გავააქტიურე მოლაპარაკებები ბელარუსში ბირთვული იარაღის დაბრუნების თაობაზე, კერძოდ, 90-იან წლებში გატანილი ბირთვული იარაღის დაბრუნების შესახებ“, - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელმაც დღეს ქვეყნის პარლამენტს და ბელარუს ხალხს მიმართა.

ლუკაშენკოს მტკიცებით, მისი მიზანი ბელარუსის სახელმწიფოს დაცვა და საკუთარი ხალხის მშვიდობის უზრუნველყოფაა.

"არ ვცდილობ ვინმეს დაშინებას ან შანტაჟს (ბირთვული იარაღის თემით). მინდა დავიცვა ბელარუსის სახელმწიფო და უზრუნველვყო მშვიდობა ბელარუსი ხალხისთვის. ჩემო ხალხო, ჩვენ ამას ვიმსახურებთ, აღარ გვინდა მათრახის ქვეშ ცხოვრება და არ ვიქნებით მონები“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.