ავტორი:

ნამდვილი ამბები ხელისუფლების კულისებიდან - გია ხუხაშვილის საავტორო წიგნი

ნამდვილი ამბები ხელისუფლების კულისებიდან - გია ხუხაშვილის საავტორო წიგნი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს ისტორიის ბოლო ორ ათწლეულში განვითარებული პოლიტიკური პროცესის კულისებს მიღმა გვახედებს და გვიყვება საკვანძო პოლიტიკური მოვლენებისა და კიდევ უფრო საკვანძო პოლიტიკური ფიგურების შესახებ.

ეს არც ისტორიაა, არც მემუარები, არც პუბლიცისტიკა და არც დოკუმენტური პროზა. წიგნში ერთიან ისტორიულ კონტექსტშია მოქცეული უახლესი ისტორიის ფრაგმენტები, რომლებიც ბევრ საფიქრალს აღძრავენ და, რაც ყველაზე საინტერესოა, დაგვანახვებენ იმას, რაც ფასადზე არ ჩანს.

„მომიტანეს ამბავი, რომ ზურაბ ჟვანია არის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაბრაზებული... ეს არ გამკვირვებია, რადგან პრობლემა მხოლოდ ის არ იყო, რომ მისთვის მიცემული პირობა დავარღვიე. ზურაც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე _ სერიოზული რეპუტაციული ზიანი მივაყენე...

მირეკავენ კანცელარიიდან და საღამოს მიბარებენ მასთან.

მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, საკმაოდ მშვიდი ჩანდა. არანაირი გაკიცხვა, არანაირი საყვედურები... მე გულწრფელად მოვუყევი, რა მოხდა სინამდვილეში, და ვუთხარი, რომ ძალიან ვწუხვარ, მიცემული პირობა რომ ვერ დავიცავი.

მან თვალებში შემომხედა და მკითხა, მესმის თუ არა, რომ ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, ახლა მიშა ფიქრობს, რომ ჩემი ეს მოქმედებები მისი პოლიტიკური თამაშია და, შესაბამისად, პრობლემები უკვე მას ექმნება.

ნამდვილი ამბები ხელისუფლების კულისებიდან - დაფიქრებისთვის, განსჯისთვის და დასკვნების გამოსატანად.

„კულისებს მიღმა რა ღირს საქართველო?“ წიგნი ხელმისაწვდომია როგორც ბიბლუსის ფილიალებში ასევე ონლაინ.

R