ავტორი:

სასტუმრო "ამბასადორში“ ხანძარი ლოკალიზებულია

სასტუმრო "ამბასადორში“ ხანძარი ლოკალიზებულია

სასტუმრო "ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

შენობიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.

შეგახსენებთ, ძლიერი ხანძარი სასტუმროს ბოლო სართულზე გაჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ადგილზე მობილიზებულია ასევე, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.