ავტორი:

ვინ არის სასტუმრო "ამბასადორი თბილისის" მფლობელი, სადაც ამ ცოტა ხნის წინ ძლიერი ხანძარი გაჩნდა?

ვინ არის სასტუმრო "ამბასადორი თბილისის" მფლობელი, სადაც ამ ცოტა ხნის წინ ძლიერი ხანძარი გაჩნდა?

ამ ცოტა ხნის წინ თბილისში, შავთელის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “ამბასადორში“ ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ამის თაობაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

"ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 16 სახანძრო ეკიპაჟი. მეხანძრე-მაშველების სწრაფმა და ოპერატიულმა მოქმედებამ საშუალება მოგვცა, რომ დროულად მომხდარიყო პირველ რიგში, ხანძრის ლოკალიზება და შემდგომ უკვე ლიკვიდაცია. იყო გვერდზე მდგომ შენობებზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე, რაც აღკვეთილი იყო მეხანძრე-მაშველების მიერ.

დაშავებულებთან შესახებ უწყებაში ინფორმაცია არ შემოსულა. მესამე სართულზე არაა ხანძარი გავრცელებული, თუმცა დაზიანებული იქნება გარკვეულწილად ალბათ “ - განაცხადა მღებრიშვილმა.

  • ვინ არის სასტუმროს მფლობელი?

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო თანახმად, სასტუმროს მფლობელია შპს "ამბასადორი ჯგუფი", საიდენტიფკაციო კოდით: 402176694. მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი ბიზნესმენი ელგუჯა (ბუბა) ქებურიაა.

ბუბა ქებურიას ბიზნესაქტივები რუსეთში, საფრანგეთსა და საქართველოში აქვს. მოსკოვში მისი საკუთრება აბიზნესცენტრი, 4ვარსკვლავიანი სასტუმრო "ქებურ პალასი", რესტორნები "ტიფლისი", თავადი ბაგრატიონი" და "ტიფლისკი დვორი"; პარიზში რესტორან "ქართული სახლის". საქართველოში ღვინის ქარხანა აქვს, თბილისში, ბათუმსა და და კაჭრეთში ის მაღალი კლასის სასტუმრო-რესტორნების ქსელს", ამბასადორს" ფლობს. ბუბა ქებურიას სამი შვილი ჰყავს: თორნიკე (თოშა), გიორგი და ლიკა.

საზოგადოების თვალსაწიერში ხშირად ხვდება მისი ვაჟი თოშა ქებურია. მისი კუთვნილი მანქანა "ლამბორჯინი", საქართველოს ნომრებით (GLP-700), საზღვარგარეთ პარკირების წესების დარღვევითაც მოხვდა ყურადღების ცენტრში. მაგალითად, გავრცელდა ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე ველოსიპედის სავალ ნაწილსა და პარიზში, ეიფელის კოშკის ფონზე, დარღვევით გაჩერებული, 460 000-ევროიანი "ლამბორჯინის" ფოტოები.

იხილეთ ასევე: