ავტორი:

"გადავრჩით აფეთქებას... მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი/გახვრეტილი" - რა წერს გიორგი ჩალაძე

"გადავრჩით აფეთქებას... მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი/გახვრეტილი" - რა წერს გიორგი ჩალაძე

გიორგი ჩალაძე - გუშინდელი მუქარის შემდეგ, გადავრჩით აფეთქებას - მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი გუშინდელი მუქარის შემდეგ, გადავრჩით აფეთქებას - მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი, - ამის შესახებ "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების“ შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს.

"გუშინდელი მუქარის შემდეგ, მოვერიდე ქალაქში გასვლას. მაინც მომიწია მცირე დროით გასვლა და გადავრჩით აფეთქებას.

მანქანას საწვავის ცენტრალური მილი აქვს გაჭრილი/გახვრეტილი და ბენზინი დიდი რაოდენობით ცხელ მექანიზმზე იღვრება. საგიჟეთში ვცხოვრობთ!“, - აცხადებს გიორგი ჩალაძე.

შეგახსენებთ, 30 მარტს, გიორგი ჩალაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სოციალური ქსელით მასზე “სიცოცხლის მოსპობით ხორციელდება მუქარა“ და 112 ინფორმირებულია.