ავტორი:

"რადიო თავისუფლება" ბრიუსელში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ევროკომისია იხრება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ

"რადიო თავისუფლება" ბრიუსელში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ევროკომისია იხრება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ

"რადიო თავისუფლება" იუწყება, რომ ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია.

ბრიუსელში "რადიო თავისუფლების" წყაროების თანახმად, ამ მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს.

წყაროების თანახმადვე, ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშების გამოქვეყნების ფონზე, ევროკომისია გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას.

რადიოს ინფორმაციით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მიიღება იმ შემთხვევაში, თუ თბილისი უახლოეს თვეებში არ გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანას დააშორებს ევროკავშირს.

მისივე ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც 'ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების შესახებ რეგულარულ მოხსენებებს გამოაქვეყნებს, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. ამრიგად, ევროინტეგრაციის პროცესში თბილისი კვლავ ჩამორჩება კიევსა და კიშინიოვს.

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ ორი მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი.

პირველი - საკმაოდ დიდი დრო რჩება ოქტომბერში მოხსენებების გამოქვეყნებამდე. გარდა ამისა, ევროკომისიამ დადებითი რეკომენდაციაც რომ გაუწიოს თბილისისთვის სტატუსის მინიჭებას, საბოლოო გადაწყვეტილება ასოციაციის 27 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს - სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბერში.

იოზვიაკი ამბობს, რომ ბრიუსელის სიჩქარე, სხვა საკითხებთან ერთად, იმითაც არის განპირობებული, რომ ევროპარლამენტის არჩევნები 2024 წელს იმართება.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ოქტომბერში გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, ხოლო მაისში ბრიუსელი თბილისს წარუდგენს შუალედურ შეფასებას, მაგრამ ზეპირად და დახურულ ფორმატში.