ავტორი:

რას წერს სახალხო დამცველი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე?

რას წერს სახალხო დამცველი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე?

სახალხო დამცველის აპარატი, მარტის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს.

ინფორმაციას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახანს მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე.

"სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს", - აღნიშნავს იოსელიანი "ფეისბუქზე".

ნახეთ ასევე: