ავტორი:

"ერთი კაცი ცუდს ვერ იტყვის, ისეთი ძვირფასი ადამიანი იყო... ხვალ დაბადების დღე ჰქონდა" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული 29 წლის ქართველი მებრძოლი?

"ერთი კაცი ცუდს ვერ იტყვის, ისეთი ძვირფასი ადამიანი იყო... ხვალ დაბადების დღე ჰქონდა" - ვინ არის უკრაინაში დაღუპული 29 წლის ქართველი მებრძოლი?

უკრაინაში დაღუპული ქართველი 29 წლის მიხეილ მაზანაშვილია. როგორც ცნობილია, ქართველი მებრძოლი ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტიდანაა.

"ჩემი ბიძაშვილია, ერთად გაზრდილები ვართ. ერთი წლის წინ წავიდა უკრაინაში. იქ იბრძოდა, იქ იყო, მეუღლე იქ შეირთო, იქაური ცოლი მოიყვანა, იქ ცხოვრობდა. ხვალ დაბადების დღე აქვს ცხონებულს. გუშინ გაგვაგებინეს, რომ ეს ტრაგედია მოხდა ახლა, 8 წელი იმსახურა თავდაცვაში.

ჩვეულებრივ მოტივაციაზე იყო, პატრიოტი ადამიანი იყო. სამშობლოს სიყვარულით იყო წასული. აქ უნდა გადმოასვენონ, რადგან აქ არიან მისი წინაპრები დაკრძალული", - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი "ტვ პირველთან" საუბრისას.

"2008 წლიდან მოყოლებული სამხედრო სამსახურში იყო, ძალიან დააკლდება ჩვენს სოფელს, ერთი ადამიანი ცუდს ვერ იტყვის, ისეთი ძვირფასი ადამიანი იყო. ძალიან პატიოსანი და კარგი ადამიანი იყო" - იხსენებენ მაზანაშვილს სოფელ ზერტში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე 38 ქართველი მებრძოლია დაღუპული.