ავტორი:

ზეთის შეცვლის აუცილებლობა ავტომობილისათვის

ზეთის შეცვლის აუცილებლობა ავტომობილისათვის

ნებისმიერი ავტომობილის მფლობელისათვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნიკური ამოცანა, რომელიც უნდა შეასრულოს, არის ზეთის შეცვლა. მანქანის ძრავში არსებული ზეთი პასუხისმგებელია ძრავის მოძრავი ნაწილების შეზეთვაზე, ხახუნის შემცირებაზე და მნიშნელოვანია ცვეთისა და გაფუჭების თავიდან ასაცილებლად. დროთა განმავლობაში ზეთი შეიძლება დაბინძურდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძრავის დაზიანება და შეაფერხოს მისი მუშაობა. ამ სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ იმას, თუ რატომაა მანქანისთვის ზეთის გამოცვლა აუცილებელი.

აქვე წაიკითხეთ, საინტერესო სტატია: მავნე ჩვევები, რომლებიც ავტომობილს აზიანებს

რა არის ზეთის მთავარი დანიშნულება მანქანისათვის?

პირველ რიგში, მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა დანიშნულება აქვს ზეთს თქვენი მანქანისთვის. თქვენს მანქანაში არსებული ზეთი პასუხისმგებელია ძრავის მოძრავი ნაწილების შეზეთვაზე, როგორიცაა დგუშები, ლილვები და სხვა. ზეთის გარეშე, ეს ნაწილები ერთმანეთს ეხება, რაც იწვევს ხახუნს და სითბოს. ამ ყველაფერმა კი შეიძლება გამოიწვიოს ძრავის დაზიანება. ზეთი ასევე ხელს უწყობს ძრავის გაგრილებას სითბოს შთანთქმით და ხახუნის ძალის შემცირებით. გარდა ამისა, ძრავში დროთა განმავლობაში გროვდება გარკვეული სიბინძურე, მეტალის ნამსხვრევები და ზეთი სწორედ მათგან გაწმენდაში ეხმარება ძრავს.

იხილეთ საინტერესო სტატია: როგორ შეიძლება საწვავის ხარჯის შემცირება?

რატომაა აუცილებელი ზეთის რეგულარული შეცვლა?

ზეთის დანიშნულება გასაგებია, თუმცა იმისთვის, რომ მან ეს დანიშნულება უფრო ეფექტურად შეასრულოს მნიშვნელოვანია მისი რეგულარული შეცვლა. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ზეთი ძრავს დაბინძურებისგან იცავს, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ დროთა განმავლობაში თავად ზეთიც ბინძურდება. ზეთი შეიძლება დაბინძურდეს ნამსხვრევებით და სხვა ნაწილაკებით, რამაც შეიძლება დაკეტოს ძრავის ზეთის გასასვლელები და შეამციროს ზეთის ეფექტურობა. გარდა ამისა, ზეთი შეიძლება დროთა განმავლობაში დაიშალოს, დაკარგოს საპოხი თვისებები და ნაკლებად ეფექტური გახდეს ძრავის მოძრავი ნაწილების დაცვაში. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ზეთის რეგულარული შეცვლა.

ავტომობილების მწარმოებლების უმეტესობა გვირჩევს ზეთის შეცვლას ყოველ 8000-12000 კილომეტრის დაფარვისას, თუმცა, თუ ხშირად მართავთ მანქანას მტვრიან გარემოში, შეიძლება უფრო ხშირადაც დაგჭირდეთ ზეთის შეცვლა.

საწვავის ეკონომია

ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რთუ რატომა ზეთის რეგულარული შეცვლა აუცილებელი. ჭუჭყიანი ზეთი იწვევს იმას, რომ ძრავს გაძლიერებული მუშაობა უწევს, ეს კი მეტი საწვავის მოხამრებას გულისხმობს. წაიკითხეთ მეტი ეკონომიურ მანქანებზე.

უსაფრთხოება

ზეთი ავტომობილის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, ძრავზეა პასუხისმგებელი, ძრავის მოშლამ კი მანქანა ყველაზე გაუმართავ მდგომარეობამდე შეიძლება მიიყვანოს. იმის გამო, რომ მოულოდნელად ძრავი წყობიდან არ გამოვიდეს, ფუნქციონირება არ შეუფერხდეს და ადამიანის მანქანით გადაადგილებას საფრთხე არ დაემუქროს, აუცილებელია ზეთის დროული შეცვლა.

ზეთის შეცვლის პროცესი

ზეთის შეცვლა თქვენს მანქანაში მარტივი პროცესია. ამის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ მექანიკოსის გარეშე. ზეთის შესაცვლელად დაგჭირდებათ ძრავიდან ძველი ზეთის გადინება, ზეთის ფილტრის შეცვლა და ძრავის ახალი ზეთით შევსება. გარდა იმისა, რომ მანქანისთვის აუცილებელია ზეთის სწორ დროს, დროული შეცვლა, მნიშვნელოვანია კონკრეტული მანქანისთვის კონკრეტული ტიპის, ხარისხიანი ზეთის შერჩევაც. თუკი ჩაასხამთ იაფასიან ზეთს, რომელიც თქვენს მანქანაზე მორგებული არაა, ძრავას დაზიანებისგან არათუ ვერ დაიცავთ, გააუარესებთ კიდეც მის მდგომარეობას.

ნამდვილმა მძღოლმა არასდროს უნდა გადადოს ზეთის შეცვლა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძრავის გამართული მუშაობა, იაროს უსაფრთხოდ და ამასთან ერთად, შეინარჩუნოს მანქანის საბაზრო ღირებულებაც. იხილეთ საინტერესო სტატია: ავტომობილის მოვლის რჩევები.

დამატებით წაიკითხეთ საინტერესო სტატიები: დამატებითი შემოსავალი | ავტოლომბარდი | საბურავები | lizingi | mogo.ge

R