ავტორი:

"რუსეთმა უკრაინაში 174 550 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 560 ბოლო ერთ დღეში" - უკრაინის გენშტაბი

"რუსეთმა უკრაინაში 174 550 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 560 ბოლო ერთ დღეში" - უკრაინის გენშტაბი

ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 560 რუსი ოკუპანტის ლიკვიდაცია მოახდინეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, რუსული ძალების საერთო საბრძოლო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 2 აპრილამდე შემდეგნაირია: დაახლოებით 174,550 ჯარისკაცი, 3,618 ტანკი, 6,986 ჯავშანმანქანა, 2,687 საარტილერიო სისტემა, 527 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 279 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 306 თვითმფრინავი, 291 ვერტმფრენი, 2,249 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატი, 911 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5,537 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 296 სხვა სატრანსპორტო საშუალება და აღჭურვილობა.