ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი 61 კილოა" - გიული ალასანია

"მიხეილ სააკაშვილი 61 კილოა" - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის წონა 61 კილოს შეადგენს.

მისი თქმით, სააკაშვილი არის "ძალიან სუსტად“.

"ერთადერთი რაც, ვიცი, გუშინ აწონეს და 61 კილოა მისი წონა. არის ძალიან სუსტად, რადგან ადამიანი 24 საათი არ დგება, ფაქტობრივად არ მოძრაობს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ერთ ადგილზე ვერ დააბამდი, ახლა ასეთ მდგომარეობაშია.

არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს, რომელმა თამაშმა და მსახიობობამ“, - განაცხადა ალასანიამ.