ავტორი:

"ვინ იფიქრებდა, პაწაწუნა ხელებით საფრანგეთში რომ ქართულ დროშას აფრიალებდა, რამდენიმე წელიწადში საქართველოს ღირსებას მოედანზე დაიცავდა" - რას წერს გიორგი მიქაუტაძის დედა

"ვინ იფიქრებდა, პაწაწუნა ხელებით საფრანგეთში რომ ქართულ დროშას აფრიალებდა, რამდენიმე წელიწადში საქართველოს ღირსებას მოედანზე დაიცავდა" - რას წერს გიორგი მიქაუტაძის დედა

ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის დედა, სოციალურ ქსელში შვილის ძველ ფოტოს აქვეყნებს. ნათია მიქაუტაძე წერს, რომ ფოტოზე გიორგი 8 წლის ასაკში, ლიონელ მეგობრებთან ერთადაა აღბეჭდილი.

როგორც ხედავთ, მას ქართული დროშა აქვს ხელში.

"მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას - ახლობელს, ნათესავს, მეგობარს, ჟურნალისტებს, ნაცნობს თუ უცნობს ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის. გიორგის მიმართ ასეთი სიყვარულისთვის.

ვინ იფიქრებდა, ამ დროს პაწაწუნა ხელებით რომ ქართულ დროშას აფრიალებდა, თავის ლიონელ ამხანაგებთან ერთად, რამდენიმე წელიწადში მის ღირსებას მოედანზე დაიცავდა და ქართველი ხალხის სიყვარულსა და ნდობას დაიმსახურებდა

მადლობა ყველას" - წერს ნათია მიქაუტაძე.

ცნობისთვის, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთში, ლიონში დაიბადა და გაიზარდა. ამჟამად ქართველი შემტევი ლიგა 2-ში გამოდის და ფრანგული კლუბის, "მეცის" ღირსებას იცავს,