ავტორი:

კვარაცხელიასა და ლეაოს დუელში ჯერჯერობით ლეაო იგებს - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე მარცხდება

კვარაცხელიასა და ლეაოს დუელში ჯერჯერობით ლეაო იგებს - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" საკუთარ მოედანზე მარცხდება

სერია ა-ს 28-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "მილანს" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ აგებს, ანგარიშით: 0:2 .

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეს პირველი მატჩის იტალიურ ლიგაში ქართველი გარემარბისთვის, რომელიც გუნდთან ერთად სკუდეტოს მოგებისთვის ემზადება. ნეპალელებს ტრავმის გამო ვიქტორ ოსიმენი არ ჰყავთ, რაც დიდი დანაკლისია.

"ნაპოლიმ" ამ შემადგენლობით დაიწყო მატჩი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, მინ ჯე, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, სიმეონე.

ხვიჩა კვარაცხელია ყურადღების ცენტრშია, განსაკუთრებული მას შემდეგ, რაც მან სერია ა-ს ისტორიაში სეზონის განმავლობაში მესამედ მოახერხა გამხდარიყო თვის საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა მილანის მცველებმა მისი შევიწროვება და ამოკეტვა შეძლეს. ამის მიუხედავად, მან რამდენჯერმე მაინც მოახერხა მათგან თავის დაღწევა, თუმცა მნიშვნელოვანი ხიფათის შექმნა "მილანის" კართან ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

სეზონის პირველ მატჩში მილანელებს ქართველი გარემარბის შეჩერება ძალიან გაუჭირდათ და შინ გამართული მატჩიც დათმეს. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში მილანელებს აკლდათ გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე რაფაელ ლეაო, რომელიც ახლა მოედანზეა და სწორედ მან გახნსა მე-17 წუთზე ანგარიში, ბრაჰიმ დიასის გადაცემის შემდეგ. 24-ე წუთზე კი უკვე თვითონ დიასმა დალაშქრა მერეტის კარი.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს წინ ჩემპიონთა ლიგის ორმატჩიანი დუელი ელით წინ, მატჩები 12 და 18 აპრილს გაიმართება.

იხილეთ ასევე: